მდინარეზე ვიწრო ხიდი იყო. ამ ხიდზე ორი ჯიუტი თხა შეხვდა ერთმანეთს. გვერდის აქცევა შეუძლებელი იყო. ერთ-ერთს უკან უნდა დაეხია და გზა დაეთმო.
- უკან დაიხიე! - უთხრა ერთმა მეორეს.
- ნურას უკაცრავად! რატომ უნდა დავიხიო? მე პირველი ამოვედი ამ ხიდზე. შენ თვითონ დაიხიე!
არც ერთს არ უნდოდა უკან დახევა. მოუვიდათ ჩხუბი. დაეჯახნენ ერთმანეთს რქებით. ჯიუტმა თხებმა თავი ვეღარ შეიმაგრეს და ყირამალა გადაეშვნენ წყალში.
იაკობ გოგებაშვილის „დედა ენიდან“
ერთი ჯიუტი რომ მეორე ჯიუტს შეხვდება და შემდეგ ორივე ერთად რომ გაჯიუტდება -თქვენ თუ იცით მაშინ რა ხდება?
ოჰოჰოოოოოო
მტრისას!
დედაჩემი ბავშობიდან მეჩხუბებოდა - მოიშალე ეგ სიჯიუტე , არ გამოგადგებაო.
გამომადგა თუ არა მაგას ვერ გეტყვით , რადგან არ ვიცი, მაგრამ ფაქტია ისეთი ჯიქური გაჯიუტება ვიცი ხოლმე, რომ საკუთარ თავსაც ვერ ვნებდები : D
მინდა ვთქვა რომ -ხანდახან სიჯიუტის გამო ბევრი რამ დამიკარგავს- სასიამოვნო საღამო, კარგი ხასიათი თუ სხვა რამ, მაგრამ რას ვიზამთ. ხასიათი მაქვს ასეთი , რომლის შეცვლაც არ შემიძლია.
რატომ ვწერ ახლა ამას- იმიტომ რომ დღეს- ჩემნაერ ჯიუტთან ორთაბრძოლა მქონდა.
ვინ გაიმარჯვა არ ვიცი ,
მაგრამ ფაქტია - ხანდახან ხალისიანი თუ ხუმრობანარევი სიჯიუტე -ზოგჯე სერიოზულ კამათში შეიძლება გადაიზარდოს !
ასე რომ უფრთხილდით!
თქვენ რამდენად ჯიუტი ხართ და რამდენად შეგქმნიათ პრობლემები თქვენი ხასიათის გამო?